გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

5-02-2018

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. მამაკაცს დაზიანება გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი მამაკაცი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გულზე ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი "საქართველოს ელექტროსისტემის" დაცვის სამსახურის თანამშრომელია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.




ambebi.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031