გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ ელჩენკო: აგვისტოს კონფლიქტიდან 10 წლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი არაა

26-04-2019

"რუსეთი დონბასში საქართველოს სცენარით მოქმედებს", - ამის შესახებ გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ ელჩენკომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.


სხდომაზე დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლებისათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება განიხილეს.


ვლადიმერ ელჩენკოს თქმით, მსგავსი სცენარი, რაც ახლა უკრაინაში ვითარდება, 2008 აგვისტოს ომში ხორციელდებოდა რუსეთის მიერ.


ელჩენკოს თქმითვე, 2008 წელს რუსეთმა განაცხადა, რომ საკუთარ მოქალაქეებს იცავდა.


"რუსეთის თქმით, მაშინ საკუთარ მოქალაქეებს იცავდა, თუმცა თქვენც იცით, რაც მოხდა შემდეგ. კონფლიქტიდან 10 წლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი არაა", - აღნიშნა გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031