გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თურქეთში ქურდობისთვის 2 ქართველი დააკავეს

5-02-2018

თურქეთის ქალაქ იზმირში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ipn-ი წერს.

პოლიციის ინფორმაციით, 32 წლის ი.ნ.-მ და 43 წლის პ.ქ.- მ ქალაქ სამსუნში ოთხი სახლი გაქურდეს და 15 ათასი თურქული ლირა, ოქროულობა, ორი პორტატული პერსონალური კომპიუტერი და დიდი რაოდენობით მაჯის საათები წაიღეს.

საქართველოს მოქალაქეების იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების საშუალებით მოხდა. ისინი იზმირის ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, მათი სასტუმროს ნომრებიდან ნაქურდალი ნივთებია ამოღებული.
დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.



imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031