გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ბათუმის წყალმა" დაბინძურებული არდაგანის ტბა გაწმინდა

26-04-2019

ბათუმში არდაგანის ტბა გაწმენდილია.


გაწმენდით სამუშაოებს შვედეთის ელჩი ტვიტერზე კიდევ ერთხელ ეხმაურება. დიპლომატი წერს, რომ ტბის სრული მშვენიერება აღდგენილია.


"როგორც გავარკვიე, „ბათუმის წყალი“ ხშირად ასუფთავებს ტბას და ამ წუთებში ქალაქის ხელმძღვანელობა ტბის დაბინძურების მიზეზებს არკვევს. ტბის სრული მშვენიერება აღდგენილია“, - წერს ულრიკ ტიდესრომი.


საქართველოში შვედეთის ელჩის ინფორმაციას არდაგანის ტბის დაბინძურებასთან დაკავშირებით „ბათუმის წყალი“ გამოეხმაურა. კომპანიაში განაცხადეს, რომ ტბაში გაურკვეველი სითხე ჩაიღვარა და გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31