გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში ქართული არმიის დღე აღნიშნეს

30-04-2019

დღეს, ქართული არმიის დაარსებიდან 28 წელი გავიდა. 

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ სენაკის I, II, III და VII საჯარო სკოლების მოსწავლეები სენაკის II ქვეითი ბრიგადის ბაზას ესტუმრნენ.

სამხედრო ბაზაზე, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის ყველაზე სასურველ სტუმრებთან - სენაკელ მოსწავლეებთან ერთად, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ზარანდია იმყოფებოდნენ.

დღეს, მომავალმა თაობამ, სამხედროებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საკონფერენციო დარბაზში, მოსწავლეებისთვის კადეტთა სკოლის სტუდენტებმა პრეზენტაცია გამართეს, რომლის შემდეგაც სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო.

სენაკელი მოსწავლეები ასევე დაესწრნენ მეორე ქვეითი ბრიგადის მოკლე ისტორიის პრეზენტაციას, სადაც, ვიდეო და ფოტო-მასალების ჩვენებით, წარმოდგენილი იყო ბრიგადის საბრძოლო გზა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031