გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქედაში ავტომობილი ხევში გადაიჩეხა

3-05-2019

გუშინ, გვიან ღამით აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში ავარია მოხდა, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.


სოფელ ვაიოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილი ხევში გადაიჩეხა.


დაშავებულთა მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.


შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031