გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მართველი გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატს სავარაუდოდ გაზაფხულზე დაასახელებს

6-02-2018

ფრაქცია „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარ კანდიდატს გაზაფხულზე დაასახელებს.
ამის შესახებ ცნობილი ფრაქციის გუშინდელი სხდომის შემდეგ გახდა. 
როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, კანდიდატის შესახებ ჯერ მსჯელობა არ დაუწყიათ.
„ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სხვა თემებთან ერთად, გუნდის წევრებმა სხდომაზე სხვადასხვა საორგანიზაციო და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშრებული საკითხები განიხილეს. 

„ფრაქციის სხდომაზე შევაჯერეთ გარკვეული საკითხები, მათ შორის ჭარბობდა საორგანიზაციო საკითხები. შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ფრაქცია შეჯერდა, რომ აქ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ გვყავს დასაკარგი მოქალაქეები ნამდვილად და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიღოთ გადაწყევტილება, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმებმა თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს იმაზე, რაც ხდება“ - განაცხადა მდინარაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31