გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი შენგელია სანდრა რულოვსს დებატებში იწვევს

8-05-2019

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი დებატებში გამოიწვია. ამის შესახებ შენგელიამ იმედის გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა. 

„ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებენ ბევრ საკითზე, ამიტომ მე მინდა დღესვე პირდაპირ ეთერში განვაცხადო, რომ მე ვიწვევ ქალბატონ სანდრა რულოვსს დებატებში საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ზუგდიდელები იმსახურებენ მეტ კომუნკიაციას ჩვენი მხრიდან“- განაცხადა შენგელიამ.

"ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდში მერობის კანდიდატად გიორგი შენგელია 6 აპრილს წარადგინა.

მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930