გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჭიათურის მერობის კანდიდატი ახალგაზრდებს შეხვდა

8-05-2019

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდა. მერობის კანდიდატმა შეხვედრისას ახალგაზრდული პოლიტიკის მისეულ ხედვაზე ისაუბრა.

,,ჩვენ შევიმუშავებთ თქვენთვის სტაჟირების პროგრამას, რაც საშუალებას მოგცემთ უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად სტაჟირება გაიაროთ ჭიათურის მერიაში ან მუნიციპალურ ორგანიზაციებში. ამავდროულად, ჩემს გუნდთან ერთად ვიმუშავებ ახალგაზრდების დასაქმებაზე სხვადასხვა სფეროში. ვაპირებ, აქტიურად განვავითარო ჭიათურაში ტურიზმი. მოხარული ვიქნები თუ ამ საქმეში თქვენი ჩართულობა იქნება. მსურს ჭიათურა ტურიზმით იყოს ცნობილი" - განაცხადა გივი მოდებაძემ შეხვედრისას.

მერობის კანდიდატმა ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31