გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ველურ გარემოში აღდგენის მიზნით კაკბის 30 ფრთა ბუნებაში გაუშვეს

14-05-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოში 2016 წლიდან ფაუნის ადგილობრივი სახეობების მოშენება ხდება.


სააგენტოს ტერიტორიაზე კაკბები, კოლხური ხოხბები და ე.წ. "ლურჯი ფრინველი" ანუ ხონთქრის ქათმები ბინადრობს.


ველურ გარემოში აღდგენის მიზნით, სააგენტომ ადგილობრივი სახეობა კაკაბის 30 ფრთა ბუნებაში გაუშვა.


საქართველოში კაკაბი კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, ცივ-გომბორის, გურია-აჭარის და თრიალეთის ქედებზე, ქვაღორღიან, მეჩხერი ბუჩქნარით დაფარული მთების ფერდობებზე, მთისწინებიდან თოვლის ხაზამდე ბინადრობს.


ველური ბუნების სააგენტოში გარეულ ფრინველთა ორნიტოფაუნა 2017 წელს აშენდა; მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31