გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატები დღეს დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ

19-05-2019

ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის საარჩევნო უბანზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. იგი საარჩევნო ოლქში მეუღლესა და შვილთან ერთად მივიდა.


" დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი დღესაც სწორ არჩევანს გააკეთებს. მთაწმინდაში აქტიურობა მაღალია.


დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატები დღეს დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ.


ქართველი ხალხის სწორი არჩევანით მოვახერხებთ, რომ სწორი მიმართულბით განვავითაროთ ქვეყანა ევროპისაკენ.


მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა "ქართული ოცნების" კანდიდატების უპირატესობა დიდია და მათ, დიდი ალბათობით, უნდა გაიმარჯვონ", - განაცხადა ივანიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930