გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„შუშანიკის წამება“ ჰოლანდიურად ითარგმნა

20-05-2019

ნიდერლანდებში, საქართველოს საელჩოში იაკობ ცურტაველის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების „შუშანიკის წამების“ ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. თარგმანი შესრულებულია ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ქართველი მთარგმნელის არჩილ ჯავახაძის მიერ.

ღონისძიების დასაწყისში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ დიდი მადლობა გადაუხადა არჩილ ჯავახაძეს ნაწარმოების თარგმნისათვის, რითაც ჰოლანდიელ მკითხველს საშუალება მიეცემა, გაეცნოს უძველეს ქართულ ნაწარმოებს „შუშანიკის წამებას“.

პრეზენტაციაზე არჩილ ჯავახაძემ ნაწარმოების თარგმნის პროცესზე, მის შინაარსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე, არჩილ ჯავახაძემ დამსწრე საზოგადოებას მის მიერ ქართულ ენაზე დაწერილი წიგნი “ნიდერლანდების სამეფოს პრინცი ბერნარდი” წარუდგინა.

ღონისძიებას ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების და ასევე დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნა გამოფენა ქართული ანბანის სამი სახეობა - ასომთავრულად, ნუსხურად და მხედრულად შესრულებული ქართული დამწერლობის ნიმუშები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930