გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკმა ქალაქური სიმღერების საღამოს უმასპინძლა

23-05-2019

სენაკის მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, დღეს, სენაკმა ქალაქური სიმღერების საღამოს უმასპინძლა.


მაყურებლის წინაშე ყველა თაობისთვის ერთნაირად პოპულარული ანსამბლი ,,ფორტე“ წარდგა. ანსამბლს, რომლის უცვლელი წევრები არიან მანანა მაისურაძე, ირინა კახნიაშვილი, ნინო ახობაძე, ზურა მანჯავიძე, კონცერტმეისტერი ნუცა ჯანელიძე, თითქმის სამი ათეული წელია ქალაქური შედევრების უბადლო შემსრულებელთა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს.


შეხვედრა-კონცერტი, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო, ღია ცის ქვეშ, ქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართა.


ქალაქის საპატიო სტუმრებმა სასცენო მოღვაწეობის სახალისო და საინტერესო ეპიზოდები გაიხსენეს.


დასასრულს, ფესტივალის სამახსოვრო ბანერზე, ანსამბლ ,,ფორტეს“ წევრებმა, ტრადიციულად, ავტოგრაფები დატოვეს.


23 მაისს, სენაკის არტ-ფესტივალის ფარგლებში, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში გაიმართება შეხვედრა მუსიკოს ნუცა ჯანელიძესთან და მსახიობ თათული ედიშერაშვილთან.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31