გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი: მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის განახლებას

23-05-2019

მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის, წლების

განმავლობაში შეჩერებული, დელიმიტაციის პროცესის განახლებას, რაზეც აზერბაიჯანში ვიზიტისას პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე შევთანხმდით" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მხარეების პარტნიორობა შედეგს მალე გამოიღებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე, მხარეები იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობით და ეს პროცესი სწრაფად მოგვცემს შედეგს" - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა ბაქოში 23-24 მაისს გაიმართება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930