გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში 8 მოსწავლე შეუძლოდ გახდა

8-02-2018

რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების გამოძახება გახდა საჭირო. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მე-7 კლასის 8 მოსწავლე ერთდროულად ცუდად გახდა. ბავშვებს მუცლის არში ტკივილის შეგრძნება აქვთ. 

ბავშვების ნაწილი უკვე ჰოსპიტალიზებულია, ნაწილი კლინიკებში ახლა გადაჰყავთ. 

მოსწავლეების შეუძლოდ გახდომის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა 
როგორც სკოლაში აცხადებენ, ეს შესაძლოა სასმელ წყალს უკავშირდებოდეს. ამასთან, ერთ-ერთი მშობლის თქმით, გუშინ სკოლაში მუქი ფერის შეფერილობის წყალი მოდიოდა.




ipn.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930