გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტი "ტყის კოდექსს" განიხილავს

25-05-2019

საკანონმდებლო ორგანო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული "ტყის კოდექსის" განხილვას იწყებს.


კოდექსი უზრუნველყოფს ქვეყნის ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვას, ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების გათვალისწინებით.


"ტყის კოდექსის" მიზანია ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება-გაუმჯობესება.


შეცვლილი კანონმდებლობა უზრუნველყოფს ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემის გაუქმებას. მერქნული რესურსების მხრივ ტყით სარგებლობა განხორციელდება ეფექტიანად.


შემცირდება უკანონო ჭრის რისკები.


კოდექსის მიხედვით, სავალდებული გახდება სატყეო სექტორში პროფესიონალთა დასაქმება.


კანონპროექტის პირველი მოსმენა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე 27 მაისს გაიმართება.






1tv.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31