გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბრიუსელის სიმბოლო ქართული ჩოხით შეიმოსა

27-05-2019

ბრიუსელში ქალაქის მთავარი სიმბოლო 26 მაისს ჩოხით შეიმოსა და ასე მიულოცა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნატალი საბანაძემ.

კულტურული პროგრამა ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებმა და ქალაქ ბრიუსელის მერიის გუნდმა წარმოადგინეს.

„მანეკენ პისი“ ბრიუსელში 1618 წელს განათავსეს და მას არაერთი ლეგენდა უკავშირდება.

„მანეკენ პისის“ საკუთარი მუზეუმიც აქვს, სადაც დამთვალიერებლებისთვის მისი 900-ზე მეტი საზეიმო სამოსია წარმოდგენილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930