გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლადო კახაძე: ძალიან ცოტა რჩება გამარჯვებამდე

6-06-2019

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე ვერის ბაღში მოსახლეობას შეხვდა.

ამომრჩევლებთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე და „ქართული ოცნების“ წევრები.

მმართველი გუნდის კანდიდატმა ვერის ბაღში შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებები, დეტალურად ისაუბრა საკუთარ გეგმებზე და მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ძალიან ცოტა რჩება გამარჯვებამდე. აქ რომ გხედავთ და ამდენს რომ გხედავთ, ვარ ძალიან ამაყი, რომ ბოლომდე დგახართ ჩემთან ერთად. არ იქნება არც დაღლა და არც გაჩერება. აუცილებლად, ერთად გავიმარჯვებთ და ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი მთაწმინდისთვის" - განაცხადა ლადო კახაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930