გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამხრეთ აფრიკაში ლეოპარდმა 2 წლის ბავშვი დაგლიჯა

6-06-2019

სამხრეთ აფრიკაში, კრუგერის ეროვნულ პარკში, 2 წლის ბიჭი ლეოპარდმა დაგლიჯა.


გავრცელებული ინფორმაციით, ლეოპარდმა პარკის ტერიტორიიდან გაღწევა და ბიჭის გატაცება მოახერხა.


ოჯახის წევრებმა ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მცირეწლოვანი მიყვანისთანავე გარდაიცვალა.


პარკის ადმინისტრაციის თქმით, მსგავსი თავდასხმა საკმაოდ იშვიათია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისათვის, რეინჯერებმა ლეოპარდი მოკლეს, რათა მორიგი მსხვერპლის საშიშროება თავიდან აეცილებინათ.


ეროვნული პარკის წარმომადგენლების განმარტებით, ზოგადად ცხოველები კრუგერის პარკის ტერიტორიაზე ადამიანებს არ უახლოვდებიან, რადგან ეშინიათ მათი.


პარკის ვიზიტორები მკაცრ წესებს ემორჩილებიან, თუმცა 2 წლის ბიჭის შემთხვევაში ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930