გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
18 წლის გოგოს თვითმკვლელობაში ოჯახი შეყვარებულს ადანაშაულებს

7-06-2019

ბათუმში, 6 ივნისს, 18 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პოლიცია გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს.


ოჯახის წევრები ამბობენ, რომ შესაძლოა, ახალგაზრდა ქალი თვითმკვლელობის გადაწყვეტილებამდე შანტაჟის შედეგად მისულიყო.


ოჯახის წევრებს, შანტაჟსა და შესაძლო ძალადობაზე ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც 18 წლის გოგოს წერილი იპოვეს. სადაც წერია - მკვლელი ნ...


გარდაცვლილის დედა არც ძალადობის ფაქტს გამორიცხავს. ოჯახმა გამოძიებას უკვე გადასცა წერილი და გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მობილური ტელეფონი.


გარდაცვლილის დედა სამართალდამცველებს დროულ და ობიექტურ გამოძიებას სთხოვს. უბედური შემთხვევა ბათუმში გუშინ მოხდა.


18 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 - ე მუხლით დაიწყო.



http://ajaratv.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31