გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში თანასოფლელმა მამაკაცი მოკლა

7-06-2019

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკვლელობა მოხდა.


ცოლ-ქმარი ეზოში ნახეს.


50 წლამდე ასაკის ქალს დაზიანება თავის არეში აქვს და ის კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს, 70 წლამდე კაცი კი უკვე გარდაცვლილი იყო.


დანაშაულის ჩამდენი იდენტიფიცირებულია და ის თანასოფლელია. დანაშაულის ადგილზე ორი ტიპის იარაღი - ცეცხლსასროლი და სანადირო იარაღია გამოყენებული. პოლიცია ბოროტმოქმედს ეძებს.


გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




https://imedinews.ge/ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31