გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსეთის პრემიერმინისტრს Twitter-ი გაუტეხეს

13-06-2019

რუსეთის პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევს Twitter-ი გაუტეხეს. ამის შესახებ მედვედევის პრესსამსახური იტყობინება.


"ექაუნთი გატეხეს. ამჟამად კონტროლი აღდგენილია" - ნათქვამია განცხადებაში.


მანამდე მედვედევის გვერდზე გამოჩნდა ლათინური ასოებით აკრეფილი ორი უცნაური პოსტი, რომელიც მოგვიანებით წაიშალა.


ბოლოს რუსეთის პრემიერის ანგარიში ჰაკერებმა 2014 წლის აგვისტოში გატეხეს და მისი გადადგომის შესახებ პოსტები გამოაქვეყნეს. დიმიტრი მედვედევი სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია.




imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930