გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გარდაიცვალა

13-06-2019

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით უჯმაჯურიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. ის 51 წლის იყო. მისი გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.


"დავით უჯმაჯურიძე აქტიურად მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის მუშაობაში. ის იყო საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის და სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრი.


დავით უჯმაჯურიძე თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. 2004/2008 წლებში ის საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.


თბილისის საკრებულო დავით უჯმაჯურიძის გარდაცვალების გამო მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს უსამძიმრებს", - ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.



https://imedinews.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930