გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ათონის ივერთა მონასტრის ღვთისმშობლის ხატი გაძარცვეს

14-06-2019

ათონის ივერთა მონასტრის ღვთისმშობლის ხატიდან შეწირული ძვირფასეულობა მოიპარეს.


ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.


გავრცელებული ინფორმაციით, მონასტერში შესულმა ერთ-ერთმა ბერმა ღვთისმშობლის ხატზე ჩამტვრეული მინა შენიშნა და ვანდალური აქტის შესახებ მონასტრის წინამძღვარს აცნობა.


პოლიციამ, სანაპირო დაცვამ და ათონის ადმინისტრაციამ ერთობლივი, ოპერატიული მოქმედებები განახორციელა დამნაშავეთა გამოსავლენად და მოპარული ნივთების დასაბრუნებლად.


ათონის მთის სამოქალაქო გუბერნატორის ინფორმაციით, პოლიციამ მოპარული ნივთები აღმოაჩინა, თუმცა ჯერ შეუძლებელია იმის თქმა, არის თუ არა აღნიშნულ ადგილზე ყველა მოპარული ნივთი.


გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამი ეჭვმიტანილი დაკავებულია.



https://pia.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31