გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კიბოს უჯრედების განადგურება შესაძლებელი ხდება

14-06-2019

არკანზასის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა ლაზერი ZAPS, რომელიც აღმოაჩენს და ანადგურებს კიბოს უჯრედებს კანის გავლით.


ტექნოლოგიის ერთ-ერთი შემქმნელის, ვლადიმერ ჟაროვის განცხადებით, იდეა მდგომარეობს კიბოს უჯრედების მოკვლაში, სანამ ის მეტასტაზირებას დაიწყებს.


ლაზერული სხივების ზემოქმედებით, ორგანიზმში დაავადებული უჯრედები გაცილებით უფრო აქტიურები ხდებიან, ვიდრე ჯანმრთელი ნაწილები. სითბური ეფექტი დაზიანებული უჯრედების გაფართოებას იწვევს, შემდეგ კი შლის მათ.


ვლადიმერ ჟაროვის განცხადებით ერთ-ერთ პაციენტში სიმსივნის უჯრედების 96% განადგურდა.


ამავდროულად, ლაზერი არ მუშაობდა სრული დატვირთვით.


ZAPS აქვს კიდევ ერთი უპირატესობა. მას შეუძლია 1 სთ-ში 1ლ სისხლის სკანირება გააკეთოს, რაც გაცილებით დიდი სიჩქარეა, ვიდრე სხვა ანალოგურ მოწყობილობებს აქვთ.




https://pia.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31