გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ტოჩინოშინის კიდევ ერთი გამარჯვება

12-02-2018

ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) იპერატორის თასის მოგების შემდეგ კომერციულ ტურნირშიც იმარჯვა. შეჯიბრი ტოკიოში, “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში ჩატარდა. პირველ რაუნდში ქართველმა სუმოისტმა იაპონელი რიკიში ჩამოიშორა, 1/8 ფინალში კი ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან სუმოისტს, მონღოლ იოკუძუნა ჰაკუჰოს მოუგო. 1/4 ფინალში ტოჩინოშინმა კიდევ ერთი იაპონელი, ჰუკოტიფუჯი გამოთიშა ასპარეზობას და ნახევარფინალურ შეხვედრაში გამოცდილი იკინოუმი დაამარცხა. რაც შეეხება ფინალურ შეხვედრას, აქ გორგაძემ რამდენიმე ბაშოს უცვლელ სეკივაკეს, მონღოლ ტამავაშის სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა. აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინმა ხუთივე ორთაბრძოლაში იორიკირის ილეთით იმარჯვა.


1tv.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31