გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტყიბულში ტყეს ხანძარი გაუჩნდა

16-06-2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის ტყეში ხანძარია.


გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ცეცხლის ლიკვიდაციას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ.


შსს-ს ცნობით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.


ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია ტყიბულისა და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები – 20 მეხანძრე მაშველი, ორი სამაშველო ავტომობილი და სამი ავტოცისტერნა.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.




https://1tv.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31