გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს

18-06-2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თანამდებობიდან წასვლა დაადასტურა. "ქრონიკის" ინფორმაციით, ეს განცხადება მან მედიასთან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.


გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრად საჩხერის კლინიკის დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნება.


დავით სერგეენკომ ჯანდაცვა 2012 წელს ჩაიბარა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე არ შეცვლილა. 2018 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის გარდა მას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა პრობლემებზე ზრუნვაც დაევალა.




https://imedinews.ge/




ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930