გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააკავეს

18-06-2019

საფრანგეთში უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააკავეს.


უცხოური მედიის ინფორმაციით, პლატინის დაკავება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის არჩევის საქმეს უკავშირდება.


63 წლის პლატინი პოლიციის ანტიკორუფციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.


პლატინი მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლის არჩევამდე რამდენიმე დღით ადრე შვეიცარიაში ყატარის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა.


მაშინ ირწმუნებოდნენ, რომ პლატინიმ ეს საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის თხოვნით გააკეთა.



https://www.interpressnews.ge/ka/


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031