გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააკაშვილი ოდესაში დაბრუნდა

19-06-2019

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი 18 ივნისს ოდესას სტუმრობდა, სადაც მომხრეებს შეხვდა, საკუთარი პარტიაზე ისაუბრა და ოდესის მერს გენადი ტრუხანოვს „ანტიკორუფციული სპეცრაზმით“ დაემუქრა.


ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სააკაშვილმა შეხვედრაზე დააგვიანა და საკუთარი გამოსვლაში შეურაცხყოფის ტრადიციულ რიტორიკას მიმართა.


სააკაშვილის განცხადებით, ოდესას დღეს „შუასაუკუნის“ადამიანები მართავენ, რამაც შეკრებილების გაოცება გამოიწვია. თუმცა, სააკაშვილმა მალევე დასძინა, რომ გულისხმობს ოდესის მერს გენადი ტრუხანოვს და მის კორუმპირებულ გარემოცვას.


სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოდესის მერს ხელბორკილებს პირადად დაადებს, ისევე როგორც მას უკრაინიდან გაძევების დროს ეკეთა.


მისივე თქმით, ოდესის საკრებულოს დათხოვნას და შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნას პირადად მოითხოვს.


მიხეილ სააკაშვილი 29 მაისს უკრაინაში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.



https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031