გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახლს მეხი დაეცა

19-06-2019

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს წუხელ ღამე მეხი დაეცა. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის სამი წევრი იყო.


არც ერთი მათგანი არ დაშავებულა.


ჭექა-ქუხილის დროს ოჯახის წევრები პირველ სართულზე იმყოფებოდნენ.


მეხის დაცემის შედეგად სახლს კედლის ნაწილი აქვს მოშლილი.


ძლიერმა წვიმამ და ქარმა წუხელ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაწილი დააზარალა. წალენჯიხის მერიის ცნობით, კომისია არსებულ მდგომარეობას სწავლობს და დაზარალებულს შესაბამისი დახმარება გაეწევა.


https://imedinews.ge/ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930