გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკის მერმა მოქალაქეებთან მორიგი მიღება გამართა

19-06-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან დღეს მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. 

ადგილობრივებმა ლევან კუპრეიშვილს თავიანთი პრობლემები გააცნეს, რაც ძირითადად, სოციალურ, ჯანდაცვის, დასაქმების და სხვა მათთვის საჭირბოროტო საკითხებს ეხებოდა. 

შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ესწრებოდნენ.

“მუნიციპალიტეტის მერი მოქალაქეების პრობლემებს გაეცნო და კომპეტენციისა და კანონიერების ფარგლებში, საკითხების გადაჭრა შესაბამის სამსახურებს დაავალა.

მოქალაქეთა მიღების დღე - ოთხშაბათია, თუმცა ლევან კუპრეიშვილი თანაქალაქელთა საჭიროებებს ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობა. 

სენაკში მცხოვრებთა წინაშე არსებული პრობლემების დროული და ეფექტური გადაწყვეტა ადგილობრივი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია”-აცხადებენ მერიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031