გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სერგეი გავრილოვმა "რედისონი" დატოვა

20-06-2019

რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა და რუსეთის დელეგაციამაც სასტუმრო "რედისონი "

დატოვა. 

სასტუმროსთან აქციის მონაწილეები იყვნენ შეკრებილნი, რის გამოც დეპუტატებმა შენობა პოლიციის დახმარებით დატოვეს.

აქციის მონაწილეები, რომლებიც რუსეთის წარმომადგენლების საქართველოს პარლამენტში ყოფნასა და გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებას აპროტესტებენ, სავარაუდოდ, პარლამენტის წინ გადაინაცვლებენ, სადაც 7 საათზე ოპოზიციის მხრიდან აქციაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტში რუსმა დეპუტატმა, გავრილოვმა პარლამენტის თავჯდომარის სკამი დაიკავა და სესიას გაუძღვა.

უმრავლესობის წევრების განცხადებით, ეს ფაქტი მათთან შეუთანხმებელი იყო და მათთვისაც მიუღებელია რუსეთის წარმომადგენლის ხილვა თავმჯდომარის სკამზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930