გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საპროტესტო აქცია 19:00 საათზე განახლდება

21-06-2019

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე განახლდება. 
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი დეტალურ სამოქმედო გეგმაზე დღის განმავლობაში შეჯერდებიან და მოქალაქეებს პარლამენტის წინ საღამოს 7 საათზე შეკრებისკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა წუხელ პარლამენტის შენობაში ძალით შეჭრა სცადა და ამ მიზნით ისინი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. ძალოვნებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, აგრეთვე წყლის ჭავლი გამოიყენა.

არიან დაშავებულები როგორ საპროტესტო აქციის მონაწილეების, ასევე ძალოვნების მხრიდან.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930