გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ექიმი: პარლამენტთან დაშავებულმა ორმა ადამიანმა მხედველობა დაკარგა

21-06-2019

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაშავებულმა ორმა ადამიანმა მხედველობა დაკარგა, – ამის შესახებ ,,ნიუ ჰოსპიტალის" კლინიკურმა დირექტორმა, გიორგი კორძახიამ განაცხადა.


„ამ ეტაპისთვის ახლა შემოსულია 24 პაციენტი ღამის საათებში. აქედან უკვე ოთხს ჩაუტარდა ოპერაცია, ორს აღენიშნება თვალის მძიმე დაზიანება, რომელიც დამთავრდა მისი ენუკლიაციით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური და მიმდინარეობს კვლევები”, – განაცხადა გიორგი კორძახიამ.


რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ.






https://pia.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930