გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

22-06-2019

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. თუმცა, პარლამენტის შენობასთან აქციის რამდენიმე მონაწილე მაინც რჩება.


საპროტესტო აქცია დღეს 19:00 საათზეა დადეგმილი. აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლებასა და შს მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.


გიორგი გახარიას თქმით, პოლიციამ ბოლომდე გამოიყენა თმენის ვალდებულება, ვიდრე ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე.


20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.



imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930