გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსი ტურისტები ბათუმიდან წასვლას არ აპირებენ

22-06-2019

ბათუმში მყოფი რუსი ტურისტები იმედს გამოთქვამენ, რომ ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობა მათზე არ აისახება.


ვლადიმერ პუტინის ბრძანების შემდეგ, საქართველოში კერძო სექტორში ასობით ჯავშანი უკვე გაუქმდა.


ტურისტები თვლიან, რომ პოლიტიკურმა ფაქტორებმა ჩვეულებრივ ადამიანებზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. ყველას უნდა შეეძლოს, ტავად გადაწყვიტოს, ჩამოვიდეს თუ არა საქართველოში.


ჩვენ ჩამოვფრინდით ოჯახით მოსკოვიდან, ვგეგმავთ 10 დღე ბათუმში გავატაროთ, 2 კი თბილისში. გუშინ მოვისმინე ახალი ამბები და დავუკავშირდი ჩვენს მასპინძელს, რომელმაც დაგვამშვიდა. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ რიგითი მოქალაქეები ერთმანეთს არაფერს ვერჩით. იმედი გვაქვს, პოლიტიკოსების გამო რადიკალურად არაფერი შეიცვლება" - აცხადებს ერთ-ერთი რუსი ტურისტი.


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. 



http://ajaratv.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031