გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრუნდება

25-06-2019

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის დელეგაციას დაბრუნების საშუალებას აძლევს.


რუსეთის დელეგაცია უკვე ჩავიდა სტრასბურგში, რათა საპარლამენტო ასამბლეის ივნისის სესიაში მიიღოს მონაწილეობა.


შესაბამის დოკუმენტს მხარი დაუჭირა ასამბლეის 118 წევრმა, 62 წინააღმდეგი იყო, 10-მა კი თავი შეიკავა. მანამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა რეზოლუციის პროექტში შესატანი 220-ზე მეტი შესწორება განიხილეს, თუმცა ასამბლეამ თითქმის არც ერთ მათგანს მხარი არ დაუჭირა.


სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებს წევრებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის უფლებამოსილების აღდგენის წინააღმდეგ მწვავე განცხადებები გააკეთეს.


აღსანიშნავია, რომ უკრაინის დელეგაცია რეზოლუციის პროექტის განსახილველად რეგლამენტის კომიტეტში დაბრუნებას ითხოვდა, თუმცა აღნიშნულმა ინიციატივამ ასამბლეის წევრებს შორის საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.


რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ასამბლეაში და მის ორგანოებში წევრთა ხმის მიცემის, საუბრისა და წარმომადგენლობის უფლება არ უნდა იყოს შეჩერებული.


რუსეთის დელეგაციას 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს, რის შემდეგაც რუსეთმა ევროსაბჭოში საწევროს გადახდა შეწყვიტა.





https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031