გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ ნარკოდანაშაულისათვის სომხეთის მოქალაქე დააკვა

25-06-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიცის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული ა.ხ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადატანა-გადაზიდვის ბრალდებით, საკონტროლო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ მიმდებარე ტეროტორიაზე დააკავეს.


ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის მებაჟეებმა მიმდინარე წლის 25 ივნისს დარიალის საბაჟო გამშვებ პუნქტში რუსეთიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი შეაჩერეს. ნივთების შემოწმების შედეგად, ამავე ავტობუსში მოთავსებულ ე.წ. „ჰოვერბორდში“ 500 გრამამდე ნარკოტიკული საშალება, სავარაუდოდ, „კოკაინი“ აღმოაჩინეს.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადატანა-გადაზიდვას გულისხმობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930