გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთავში სამგზავრო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

25-06-2019

ხანძარი იყო რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, იუსტიციის მიმდებარე ტერიტორიაზე.


ცეცხლი "მერსედესის" მარკის სამგზავრო მიკროავტობუსის ძრავაში ელექტროსადენებს გაუჩნდა.


არსებული ინფორმაციით, 56 წლის მამაკაცი მძღოლს ხანძრის ჩაქრობაში ეხმარებოდა, რა დროსაც სახის არეში დამწვრობები მიიღო.


სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებული კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.


ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.



inforustavi.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31