გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ორი დაღუპული და ორი დაშავებული - ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

26-06-2019

თურქეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ ქალი, მაყვალა იაკობაძე რიზეს კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ბოლო ინფორმაციით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა საშუალოდ კრიტიკულია.


ექიმის თქმით, პაციენტს სახეზე ჭრილობები და დაზიანებები აღენიშნება, მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და სხეულზე სისხლჩაქცევები აქვს.


მეორე დაშავებულის, ჯემალ იაკობაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.


ის ავტომობილს მართავდა. ავარიის დროს კი ლავიწის ძვალი დაუზიანდა.


სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა, საჭე ვერ დაიმორჩილა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა.


საქართველოს მოქალაქეებს თამარ ქედელიძესა და ბიჭიკო იაკობაძეს სამშობლოში დღეს გადმოასვენებენ.


ტრანსპორტირებას, სარფის საბაჟომდე, თურქეთში საქართველოს საკონსულო უზრუნველყოფს, ქართულ მონაკვეთზე კი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდებიან.


გარდაცვლილების მეზობლის ინფორმაციით ავტომობილში ოჯახის სამი წევრი და მათივე ახლობელი იმყოფებოდა. გარდაცვლილი თამარ ქედელიძე, თამაზ იაკობაძის დეიდა იყო.


ისინი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევებზე დადიოდნენ.


http://ajaratv.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031