გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მერაბ ქვარაია: „ნაცმოძრაობამ“ ხელი არა ჩვენსკენ, არამედ საკუთარი მავნებლური საქმიანობისკენ უნდა გაიშვიროს

26-06-2019

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი

მმართველი გუნდისკენ კი არ უნდა გაიშვიროს, არამედ საკუთარი მავნებლური საქმიანობისკენ და იქ უნდა ეძებოს იმ ყველაფრის სათავე, რაც ხდება.


„პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება უნდა თუ არა მოუწევს მას, ვინც პარლამენტზე შტურმისკენ მოუწოდებდა და მთელი საქართველო ხედავდა, რომ ეს იყო ნაციონალური მოძრაობა. დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეჩერება არავის სიამოვნებს, მაგრამ არც იმის საფუძველი არსებობს, რომ საგამოძიებლო უწყებას უნდობლობა გამოვუცხადოთ, ხელი შევუშალოთ და არ მივცეთ შესაძლებლობა გამოძიება სრულყოფილად აწარმოოს ამ მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეზე. ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტი ვინმეს დაპატიმრებაზე მსჯელობს, ეს სასამართლოს უფლებაა და იმუნიტეტის შეჩერება არ ზღუდავს დეპუტატს დაიცვას საკუთარი ინტერესები სასამართლოში"-განაცხადა ქვარაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031