გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ის, ვინც იერიშს მიიტანს კონსტიტუციაზე, მიიღებს ძალიან მკაცრ პასუხს

27-06-2019

ის, ვინც იერიშს მიიტანს კონსტიტუციაზე, მიიღებს ძალიან მკაცრ პასუხს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში რევოლუციური სცენარებით ხელისუფლების ცვლილების დრო ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან შეხვედრისას, ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველო არის შემდგარი დემოკრატია, სადაც ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არჩევნები და დემოკრატიული პროცესია.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში რევოლუციური სცენარებით ხელისუფლების ცვლილების დრო ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა. საქართველო არის შემდგარი დემოკრატია, სადაც ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არჩევნები და დემოკრატიული პროცესია. ამას ყველა შეეგუოს“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031