გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეტროს მეორე ხაზი დილიდან შეფერხებით მუშაობს

29-06-2019

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, ტექნიკური შეფერხების გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე, მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა" და „სახელმწიფო უნივერსიტეტი" 10:15 საათიდან შეფერხებით მუშაობს. მგზავრების მომსახურება მხოლოდ მეტროსადგურ „დელისამდე" არის შესაძლებელი.

სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ.

დედაქალაქის მერიის ცნობით, მეტროსადგურები უახლოეს პერიოდში გაიხსნება და საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

თბილისის მეტროს პირველი ხაზი („ახმეტელის თეატრი"- „ვარკეთილი") შეუფერხებლად მუშაობს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031