გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ მზად ვართ, სამუშაო ფორმატში, ვიმუშაოთ და იმ ოპოზიციურ პარტიებთან, ვინც პატივს სცემენ კონსტიტუციას

2-07-2019

„საზოგადოების გადასაწყვეტია, ვინ იქნება მინუს ერთი და ვის „დაამინუსებს“ საზოგადოება, ეს გამოჩნდება არჩევნებში“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მმართველი გუნდი მზადაა, იმუშაოს იმ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ვინც კონსტიტუციას და კანონმდებლობას სცემს პატივს.

„ჩვენ მზად ვართ, სამუშაო ფორმატში, ვიმუშაოთ და იმ ოპოზიციურ პარტიებთან, ვინც პატივს სცემენ კონსტიტუციას, კანონმდებლობას და ვისაც ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა წარმოუდგენია სწორედ კონსტიტუციის და დემოკრატიული პრინციპების ფარგლებში. შესაბამისად, მინუსში აქ რჩებიან ზუსტად ის ადამიანები, ვისაც აქვთ ძალადობრივი დღის წესრიგი, ვინც მოუწოდებენ რევოლუციის და დესტაბილიზაციისკენ და ვინც რეალურად, დემოკრატიულ ინიციატივებს ეწინააღმდეგებიან ისე, რომ არც კი შემოსულან განხილვაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​


ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930