გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში ითამაშებს

2-07-2019

ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი მომდევნო სეზონში ესპანეთის ლა ლიგის გუნდში ითამაშებს.


ანდალუსიის „გრანადამ“, რომელმაც უმაღლესი ლიგის საგზური წელს მოიპოვა, გუგეშაშვილის ტრანსფერი დღეს ოფიციალურად დაადასტურა.


20 წლის მეკარე ბოლო პერიოდში გორის „დილაში“ თამაშობდა და ეროვნულ ლიგაში 16 შეხვედრაში ითამაშა. მისი სატრანსფერო უფლებები კი პოლონეთის „იაგელონიას“ ეკუთვნოდა და საქართველოში იჯარით იყო.


საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში გუგეშაშვილმა რვა მატჩი ჩაატარა. „გრანადას“ ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად მისი მთავარი კონკურენტი პორტუგალიელი რუი პინტოა, რომელმაც გასულ წელს ამ გუნდის რიგებში 40 შეხვედრა ჩაატარა.



https://imedinews.ge/ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930