გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის მერია მეტროსადგურების დაფინანსებას ანახევრებს

15-02-2018

თბილისის მერია მეტროსადგურების დაფინანსებას ანახევრებს. როგორც საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, ბიუჯეტი  დედაქალაქის მოსახლეობისთვის საინტერესო პროგრამების ადეკვატურია.

 

მისივე ცნობით, იზრდება დაფინანსება ტრანსპორტისმ გამწვანებისა და ბაღების რეაბილიტაციის მიმართულებით.

 

„მოხდა გარკვეული ცვლილებები მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. სამ მილიონ ლარზე მეტი მიემართება გამწვანების მიმართულებით, ასევე 4 მილიონამდე სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაციისკენ. ბიუჯეტში მიმდინარე ცვლილებები ადეკვატურია დედაქალაქის პრობლემების და პასუხობს გამოწვევებს“- განაცხადა  საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031