გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისმა სინათლის ფესტივალს უმასპინძლა

6-07-2019

საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა მსოფლიოში ცნობილ სინათლის ფესტივალს

უმასპინძლა, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა. ორდღიანი ფესტივალი გუშინ, 19:00 საათიდან გაიხსნა და 01:00 საათამდე გაგრძელდა. საფესტივალო აქტივობები, დღეს, 6 ივლისსაც ანალოგიურ დროს გაიმართება. 

ფესტივალი თეატრალიზებული, ცეცხლოვანი შოუთი გაიხსნა, ღონისძიების ფარგლებში, ბაღი სხვადასხვა ტიპის განათებით, პროექციით, ლაზერებითა და მასშტაბური ინსტალაციებით გაფორმდა. ღონისძიებაზე სანახაობრივი, შთამბეჭდავი გარემო შექმნეს მოწვეულმა დიჯეიმ, ჟონგლიორებმა და აფრიკული დასარტყამი ინსტრუმენტებით წარმოდგენილმა მუსიკოსებმა. 

თბილისის სინათლის ფესტივალში მონაწილეობას ცნობილი კომპანიები იღებენ და დამთვალიერებელს საინტერესო სანახაობას სთავაზობენ. მათ შორის, სინათლით ხატვას, ჯადოსნურ ტყეს, მასშტაბურ „სინათლის შოუს“ და სხვა. 

პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი და „ბოქს მედია გრუპი’’, ხოლო მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია. 

თბილისის სინათლის ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდება და საერთაშორისო მასშტაბს შეიძენს. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31