გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ცქიტიშვილი: ის, რაც დღეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ვიხილეთ ეს არის პროვოკაცია

8-07-2019

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სოციალურ ქსელში გიორგი გაბუნიას მონოლოგს გამოეხმაურა.

„ის, რაც დღეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, დარწმუნებული ვარ, მიუღებელია ყველასთვის. ეს არის სხვა არაფერი, თუ არა პროვოკაცია, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას ემსახურება“, - წერს მაია ცქიტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსეთი ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს არაეთიკური გამონათქვამებით მიმართა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31