გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთავი 2-ის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა

8-07-2019

რუსთავი 2-ის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა. საჭიროა 10 ათასი ხელმოწერის შეგროვება. 

„ის, რაც რუსთავი-2-ის ეთერში, გადაცემა "PS"-ში ვნახეთ, სცდება ჟურნალისტიკას და ეთიკას. ეს არის მოღალატეობრივი პროვოკაცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას აყენებს საფრთხის ქვეშ, რაც დაუშვებელია! გიორგი გაბუნიას პროვოკაციული საქციელი არის ჩვენი ქვეყნის და ხალხის მტრობა.ბოიკოტს ვუცხადებთ არხს, რომელიც საკუთარი ხალხის მტერია!ბოიკოტს ვუცხადებთ არხს, რომელმაც საკუთარ ქვეყანას ომი გამოუცხადა!“, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსეთი ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს არაეთიკური გამონათქვამებით მიმართა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31